ტკივილის სინდრომი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევებისას
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებს შესაძლოა ერთდროულად განუვითარდეთ ტკივილი, მუცლის სპაზმი და სხვა სიმპტომები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის თერაპიაში გამოიყენება მულტიტარგეტული მოქმედების პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ პათოგენეზის რამდენიმე ჯაჭვზე ერთდროულად.
ტრიმებუტინი (Необутин® (ნეობუტინი)) — სპაზმოლიტიკი ტარგეტული მოქმედებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეცეპტორებზე. ის მოქმედებს ენთერალური ნერვული სისტემის რეცეპტორებზე, რომლებიც მდებარეობს მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ტრიმებუტინი (Необутин® (ნეობუტინი)) ამცირებს სპაზმებს, აქვეითებს ტკივილისადმი მგრძნობელობას, ახდენს ნაწლავების მოტორიკის ნორმალიზებას.
მისი ეფექტი უკავშირდება ზემოქმედებას იონურ არხებზე, რაც აძლიერებს ანალგეტიკურ მოქმედებას. ასევე ტრიმებუტინი ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ჰორმონების გამომუშავებას, როგორიცაა მოტილინი, გასტრინი, გლუკოგონი და ამით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
კვლევებმა აჩვენა:
1. Необутин®-ის (ნეობუტინის) მიღება 200 მგ დოზით უზრუნველყოფს აბდომინალური ტკივილის სწრაფ კუპირებას: მიღებიდან უკვე 20 წუთში პაციენტთა 87,5% სრულად ეხსნებათ ტკივილი, ხოლო დანარჩენის შემთხვევაში — მნიშვნელოვნად მცირდება.
ამიტომ Необутин®-ის (ნეობუტინის) მიღება შეიძლება საგანგებო ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, ნაწლავების ფუნქციური დარღვევების დროს.
2. ტრიმებუტინი (Необутин® (ნეობუტინი)) თანაბრად კარგად მუშაობს ჰიპერ- და ჰიპომოტორულ მდგომარეობისას, რაც მას უნივერსალურ საშუალებად ხდის გასტროენტეროლოგიაში.
3. კლინიკური კვლევები ადასტურებს მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში, მათ შორის ისეთი კომორბიდული მდგომარეობის მქონე პაციენტებში, როგორიცაა გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება და ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია.
4. ტრიმებუტინმა (Необутин® (ნეობუტინი)) დაადასტურა თავისი ეფექტურობა სხვადასხვა მდგომარეობისას: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციური დისპეფსიის და ბალიარული აშლილობის დროს.